Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აფეთქებებმა 17 ადამიანი შეიწირა


ავღანეთის სამხრეთში, ჰილმანდის პროვინციაში, პოლიციის განყოფილებაზე თვითმკვლელის თავდასხმისას რვა პოლიციელი დაიხოცა. პოლიციის ცნობით, ერთი თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს, მეორემ მოასწრო ბომბის აფეთქება. ქვეყნის დასავლეთში, ჰერათის პროვინციპაში, ადგილობრივი მმართველობის შენობაზე თავდასხმას ემსხვერპლა სულ მცირე, ცხრა პირი, დაშავდა ოცი ადამიანი. ჰერათის პროვინცია ავღანეთის შედარებით მშვიდ არეალად ითვლება.
XS
SM
MD
LG