Accessibility links

logo-print

პოლიტპატიმრებად მიჩნეულთა გასათავისუფლებლად ახალი კამპანია დაიწყო


პოლიტპატიმრებად მიჩნეული ადამიანების გასათავისუფლებლად მოძრაობა "არა"-მ და ორგანიზაციამ "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ახალი კამპანია დაიწყეს. მის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებთან მემორანდუმი გაფორმდება. დოკუმენტი, რომელშიც პოლიტპატიმრების შესახებ საერთო პოზიცია აისახება, ევროსაბჭოს გაეგზავნება. ინიციატორთა განმარტებით, მსგავსი პრეცედენტი უკვე არსებობს აზერბაიჯანთან მიმართებით, როდესაც არასამთავრობო სექტორის თხოვნის საფუძველზე ევროსაბჭომ კონკრეტული პატიმრების საქმეები შეისწავლა და მისი ჩარევის შედეგად აზერბაიჯანის ხელისუფლებამ პოლიტიკური პატიმრები გაათავისუფლა.
XS
SM
MD
LG