Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელი და ირანელი ლტოლვილები ინდონეზიის ხელისუფალთ არ ენდობიან


ძირითადად ავღანელი და ირანელი ლტოლვილების 120 კაციანმა ჯგუფმა, ინდონეზიაში უარი განაცხადა დატოვოს გემი, რომელმაც ისინი ზღვაში დაღუპვას გადაარჩინა. ლტოლვილებს ინდონეზია სთავაზობს სხვა გემზე გადასვლას და ავსტრალიაში გაშვებას, მაგრამ ისინი უარს არიან. გემმა, რომელმაც ლტოლვილები ჩაძირვის პირას მყოფი ხის ნავიდან აიყვანა, ისინი ინდონეზიის ნავსადგურ მერაკში ჩაიყვანა. თავშესაფრის მაძიებლები აცხადებენ, რომ ეშინიათ, ინდონეზიის ტერიტორიაზე გადასვლას მათი დაპატიმრება არ მოჰყვეს. ინდრონეზია არ არის წევრი გაეროს ლტრლვტლთა კონვენციისა და ამ ქვეყანაში მოხვედრილი პირები საპატიმრობეში ელოდებიან ხოლმე ლტოლვილის სტატუსს.
XS
SM
MD
LG