Accessibility links

logo-print

მომავალ კვირაში ეთერში გადაიცემა ვიკილიკსის დამფუძნებლის პირველი ტოკშოუ


ვიკილიკსის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის ახალი ტოკშოუს პირველ ეპიოდებს რუსეთის სახელმწიფო სატელევიზიო არხი, „რაშა ტუდეი“, 17 აპრილს გადასცემს ეთერში. ვიკილიკსის ცნობით, მზად არის შოუს 12 ეპიზოდი, სახელწოდებით, „მსოფლიო ხვალ“, რომელიც ტელეარხის გარდა, ინტერნეტითაც გადაიცემა. არ არის ცნობილი, ზუსტად ვინ მონაწილეობს ტოკშოუში. ცნობით, ესენი არიან პოლიტიკოსები, რევოლუციონერები, ინტელექტუალები, ხელოვნები და ვიზიონერები. ვიკილიკსი პოპულარული გახდა მას მერე, რაც მან აშშ-ის საიდუმლო დოკუმენტები გამოაქვეყნა, რასაც ვაშინგტონის უკმაყოფილება მოჰყვა. ასანჟი ბრიტანეთის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლა. ის ახლა მოელის სასამართლოს გადაწყვეტილებას გადაცემული იქნება თუ არა შვედეთისთვის, სადაც ეჭვმიტანილია სექსუალურ დანაშაულში, რომელსაც თვითონ უარყოფს.
XS
SM
MD
LG