Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო სირიის შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს


სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მყიფე შეთანხმება მესამე დღეა ძალაშია. გაეროს უშიშროების საბჭო აპირებს კენჭი უყაროს რეზოლუციას, რომელიც საერთაშორისო მეთვალყურეებს ნებას დართავს ზედამხედველობა გაუწიონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას. პარასკევს დახურულ კარს მიღმა გაიმართა დისკუსია ორი, კონკურენტი კანონპროექტის გარშემო. ერთის ავტორები არიან აშშ და ევროკავშირი, მეორისა რუსეთი. გაეროს წარგზავნილის, კოფი ანანის წარმომადგენლის თქმით, 10-12 მეთვალყურე მზად არის გაემართოს სირიაში მაშინვე, როცა გაეროს უშიშროების საბჭო რეზოლუციას მიიღებს. სირიელი აქტივისტები იუწყებიან, რომ მთავრობის ჯარმა ჭურვები ესროლა მეამბოხეთა ადგილსამყოფელს ქალაქ ჰომსში. ამ ცნობაში მსხვერპლზე ინფორმაცია არ არის.
XS
SM
MD
LG