Accessibility links

logo-print

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება


14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება, 1978 წლის მღელვარების გამო, როცა, საბჭოთა ცენტრალურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ქართული ენას ჩამორთმეოდა სახელმწიფო ენის სტატუსი და საქართველოს საბჭოთა კონსტიტუციის 78-ე მუხლში შესულიყო შესაბამისი ცვლილება. კონსტიტუცია საქართველოს უმაღლეს საბჭოს 1978 წლის 14 აპრილს უნდა დაემტკიცებინა. ამ დღემდე სტუდენტურ წრეებში ხდებოდა ხელმოწერების შეგროვება, მოთხოვნით, რომ დარჩენილიყო ქართული ენა სახელმწიფო ენა. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ათასობით ადამიანი მონაწილეობდა საპროტესტო გამოსვლაში, რომლის მონაწილეები, უმეტესად სტუდენტები კონსტიტუციის მუხლის შეცვლის მიმართ პროტესტს გამოხატავდნენ. მოსკოვმა დათმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა: ქართული ენა სახელმწიფო ენად დარჩა.
XS
SM
MD
LG