Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივანი ”მყიფეს” უწოდებს სირიაში ცეცხლის შეწყვეტას


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი აცხადებს, რომ გაეროს მეთვალყურეების გადაადგილების თავისუფლებაზე პასუხისმგებელი სირიის მთავრობა იქნება. ბან კი-მუნი სირიაში ცეცხლის შეწყვეტას ”ძალიან მყიფეს” უწოდებს, თუმცა, მის შენარჩუნებას არსებითად თვლის პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებისთვის. გაეროს გენერალური მდივნის განცხადებით, ოპოზიციურმა ძალებმაც ”სრულად უნდა ითანამშრომლონ”. გაეროს მეთვალყურეთა ექვსკაციანი ჯგუფი დამასკში კვირას ჩავიდა. ვრცელდება ინფორმაცია ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლის შემდეგ, ანუ - ხუთშაბათიდან ძალადობის მასშტაბის მნიშვნელოვნად შემცირების შესახებ. თუმცა, ძალადობის კერები სირიაში რჩება. განსაკუთრებით საყურადღებოა ჰომსი, სადაც სამთავრობო ძალების მიერ წარმოებულმა ოპერაციებმა ეჭვქვეშ დააყენა პრეზიდენტ ასადის ერთგულება კოფი ანანის მიერ შეთავაზებული გეგმის მიმართ, რაც ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას და ქვეყნის პოლიტიკური მომავლის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას.
XS
SM
MD
LG