Accessibility links

logo-print

ყაზახეთში თავდასხმის შედეგად ჟურნალისტი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება


ყაზახეთში გამომავალი გაზეთის, „ურალსკაია ნედელიას“ კორესპონდენტი, ლუკფან ახმედიაროვი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება მას შემდეგ, რაც მას წუხელ ღამით შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. თავდასხმა ჟურნალისტის სახლთან განხორციელდა, თვითმხილველების თქმით ხუთი პირის მიერ. ახმედიაროვს სცემეს, ჰაერის იარაღი ესროლეს და დანით მიაყენეს ჭრილობები. გაზეთის მთავარი რედაქტორის თქმით, ჟურნალისტს და მის ოჯახს ბოლო კვირების განმავლობაში ემუქრებოდნენ. ახმედიაროვმა ორგანიზება გაუკეთა და სიტყვით გამოვიდა რამდენიმე აქციაზე. ის მწვავე კრიტიკით ეხმაურებოდა 2011 წლის დეკემბერში, ქალაქ ჟანაოზენში პოლიციის მიერ სულ მცირე 16 დემონსტრანტის დახოცვის ფაქტს. 7 მარტს, ერთი დღის განმავლობაში ჟურნალისტი სამჯერ გააჩერა პოლიციამ. ნიუ-იორკში განთავსებული ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი ყაზახეთს თავდასხმის გამოძიებისკენ მოუწოდებს.
XS
SM
MD
LG