Accessibility links

უშიშროების საბჭო ემხრობა სირიაში დამკვირვებლების რაოდენობის გაზრდას


გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც სირიაში გაეროს დამკვირვებლების რაოდენობის 300-მდე გაზრდას ითვალისწინებს, მომავალი სამი თვის განმავლობაში. რუსეთისა და ევროპის ქვეყნების მიერ შედგენილი რეზოლუციის პროექტი 15 წევრისგან შემდგარმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა. რეზოლუცია ძალადობის დაუყოვნებელი შეწყვეტის მოთხოვნითაც გამოდის. გაეროს დაკვირვებელთა მცირერიცხოვანი გუნდი უკვე იმყოფება სირიაში. მათ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვის მხარდაჭერა ევალებათ. დღეს დამკვირვებლებს მღელვარებით მოცული ქალაქის, ჰომსის დათვალიერების უფლება მისცეს. აქტივისტები აცხადებენ, რომ დამკვირვებლების ვიზიტის წინ ჰომსში სროლა შეწყდა და სამხედროებმა ტანკები დამალეს. გაეროს გენერალურ მდივანს, ბან კი მუნს ნათქვამი აქვს, რომ სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი, არ იცავს იმ სამშვიდობო შეთანხმების პირობებს, რომელიც გაეროსა და არაბთა ლიგის ერთობლივი წარმომადგენლის, კოფი ანანის მიერ არის შემუშავებული.
XS
SM
MD
LG