Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს დამკვირვებლები ჰომსში იმყოფებიან


სირიის მღელვარებით მოცულ ქალაქ ჰომსში გაეროს ორმა დამკვირვებელმა სამუშაო ბაზა გახსნა. დამკვირვებლებს ევალებათ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელშეწყობა. ერთი დღით ადრე, შაბათს, ქალაქი გაეროს დამკვირვებელთა გუნდმა დაათვალიერა. პარალელურად, სირიის კრიზისში გაეროსა და არაბთა ლიგის ერთობლივი წარმომადგენელი, კოფი ანანი მიესალმა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ შაბათს დამტკიცებულ რეზოლუციას, რომელიც სირიაში 300 დამკვირვებლის გაგზავნას ითვალისწინებს. ასეთ ფონზე, დამასკის შემოგარენიდან კვლავ მოდის ცნობები შეტაკებებისა და სროლის შესახებ.
XS
SM
MD
LG