Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიანმარის პარლამენტი შეიკრიბა


დღეს მიანმარის პარლამენტი არჩევნების შემდეგ პირველად შეიკრიბა, თუმცა, პროდემოკრატიულმა ლიდერმა აუ სან სუ ჩიმ და მისმა პარტიამ უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე საპარლამენტო ფიცის შესახებ წარმოქმნილი უთანხმოების გამო. სუ ჩის პარტიას სურს, რომ ფიცის ტექსტში არსებული ფრაზა - დეპუტატები ”დაიცავენ კონსტიტუციას”, შეიცვალოს ფრაზით - ”პატივს სცემენ კონსტიტუციას”. ევროკავშირი დღეს აპირებს მიანმარს მოუხსნას სანქციების უმრავლესობა დემოკრატიული რეფორმების გატარების გამო. მიანმარის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დემოკრატიზაცია გაგრძელდება, თუმცა, ის აგრეთვე აცხადებს, რომ მხარს არ უჭერს პარლამენტის წევრთა ფიცის ტექსტში ცვლილების მხარდაჭერას.
XS
SM
MD
LG