Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილ მოხელეები ვერ ჩარეთვებიან


ეგვიპტეში მიიღეს კანონი, რომელიც წინა მთავრობის მოხელეებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს. კანონი დაამტკიცა ეგვიპტის მმართველმა უმაღლესმა სამხედრო საბჭომ. ამის თაობაზე ეგვიპტის პრესა იუწყება. ადრე ეს კანონი, რომელიც აუკრძალავს შარშან დამხობილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაკის პერიოდის პოლიტიკოსებს, ჩაერთონ არჩევნებში, დაამტკიცა პარლამენტმა, რომელშიც ისლამისტები დომინირებენ. საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატების სია გამოქვეყნდება ხუთშაბათს. არჩევნები 23-24 მაისს ჩატარდება.
XS
SM
MD
LG