Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მოკლეს 13 უცხოელი ექსტრემისტი


ავღანელი გენერალი, დაუდ ვაფადარი აცხადებს, რომ 13 პაკისტანელი და არაბი ექსტრემისტი მოკლეს ღაზნის პროვინციაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციისას. გენერალმა ოთხშაბათს უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ უცხოელი ექსტრემისტები დახოცეს ავღანელებისა და ნატოს ერთობლივი ოპერაციის შედეგად. ამავე წყაროს ცნობით, სამშაბათს დაწყებული ოპერაცია მიმდინარეობს ღაზნიში მდებარე ყარაბაღის რაიონში, რომელსაც ნაწილობრივ თალიბები აკონტროლებენ. გენერალი ვაფადარი ამბობს აგრეთვე, რომ ავღანელმა ჯარისკაცებმა შეიპყრეს ექსტრემისტების ერთ-ერთი ლიდერი, ყარი ნუსრატი.
XS
SM
MD
LG