Accessibility links

დნეპროპეტროვსკში აფეთქებების შედეგად 27 ადამიანი დაიჭრა


უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ დნეპროპეტროვსკში დღეს სულ მცირე ოთხი აფეთქება მოხდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს პრესმდივნის ცნობით, დაშავდა 27 ადამიანი - მათ შორის სკოლის 9 მოსწავლე. როგორც იუწყებიან, სულ მცირე ერთი აფეთქება სანაგვე ყუთში მოთავსებულმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია. გენერალური პროკურატურის პრესმდივნის ცნობით, გამომძიებლები ეჭვობენ, რომ საქმე „ტერორისტულ აქტებთან“ აქვთ. ყირიმში ვიზიტით მყოფმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა აფეთქებებს „მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა“ უწოდა. შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიტალი ზახარჩენკო სასწრაფოდ გაემგზავრა დნეპროპეტროვსკში. ოთხივე აფეთქება ქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილებში მოხდა.
XS
SM
MD
LG