Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი: განხორციელდა ბინ ლადენის ოჯახის წევრების დეპორტაცია


პაკისტანმა ოსამა ბინ ლადენის ოჯახის წევრების საუდის არაბეთში დეპორტაცია მოახდინა. ოფიციალური პირების ცნობით, ბინ ლადენის სამი ქვრივი და შვილები პაკისტანიდან პარასკევს, დილით ადრე გაფრინდნენ. პაკისტანმა ოჯახი მას შემდეგ დააკავა, რაც ალ-ყაიდის ლიდერი 2011 წლის 2 მაისს აშშ-ის ძალების მიერ განხორციელებული რეიდის დროს იქნა მოკლული. ანალიტიკოსების აზრით, პაკისტანის დატოვების შემდეგ ოჯახის წევრებმა შესაძლოა შესძლონ დეტალების გამხელა იმის თაობაზე, თუ როგორ ახერხებდა მსოფლიოს ნომერ პირველ ძებნილად მიჩნეული კაცი პაკისტანში წლების მანძილზე დამალვას - გავლენიანი სამხედრო და სადაზვერვო სტრუქტურების წევრების მხრიდან შესაძლო მხარდაჭერით. ბინ ლადენის ოჯახის წევრები პაკისტანის სადაზვერვო სტრუქტურების წარმომადგენლებმა დაკითხეს და გასულ თვეში პაკისტანის საზღვრის უკანონოდ გადალახვაში დასდეს ბრალი.
XS
SM
MD
LG