Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში უშიშროების ორი წარმომადგენელი და ორი მოიერიშე დაიღუპა


ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით ყანდაარის პროვინციაში სამთავრობო რეზიდენციასთან მომხდარ შეტაკებაში უსაფრთხოების ძალების ორი წევრი და ორი თვითმკვლელი მოიერიშე დაიღუპა. ცნობების თანახმად, ასაფეთქებელი ნივთიერებებით, ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარებით შეიარაღებულმა ექსტრემისტებმა მოახერხეს საკონტროლო-გამშვების პუნქტის გავლა და სროლა აუტეხეს უსაფრთხოების ძალებს. თავად პროვინციის გუბერნატორი არ დაშავებულა. ბრძოლა ნახევარ საათს გრძელდებოდა.
XS
SM
MD
LG