Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატომური სააგენტო ადასტურებს ირანთან მოლაპარაკებებს


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ადასტურებს ინფორმაციას, ბირთვული პროგრამის გარშემო ირანთან მოლაპარაკებების განახლების თაობაზე. სააგენტოს წარმომადგენლის ჯილ ტიუდორის თქმით, მოლაპარაკებები ვენაში 14-15 მაისს გაიმართება. ირანმა უკვე მიაღწია შეთანხმებას ექვს წამყვან ქვეყანასთან. პირველი რაუნდი მოლაპარაკებებისა 23 მაისს გაიმართება. ირანის წარმომადგენელი მოლაპარაკებებზე ალი ასგარ სოლტანიე აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება თეირანის ბირთვული სამუშაოების სამშვიდობო ხასიათის დემონსტრირებას წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG