Accessibility links

logo-print

კაიროს აბასიის რაიონში დამატებითი სამხედრო ძალები შეიყვანეს


ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს აბისიის რაიონში დამატებითი სამხედრო ძალები შეიყვანეს და სადღეღამისო კომენდანტის საათი დააწესეს მას მერე, რაც ამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს გარშემო არელობის დროს ერთი პოლიციელი დაიღუპა. დაშავებულთა რიცხვი 370-ია, დააკავეს 170 ადამიანი. ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიეტის ცნობით, კაიროში მოვლენათა გაშუქებისას გუშინ სცემეს და დააკავეს 18 ჟურნალისტი. დემონსტრანტები, უმეტესად ისლამისტები, მოითხოვენ უზენაესი სამხედრო საბჭოსგან რაც შეიძლება მალე გადასცეს ხელისუფლება სამოქალაქო მთავრობას. 23-24 მაისს ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნებია, პირველად, შარშან თებერვალში ჰოსნი მუბარაქის დამხობის შემდეგ. სამხედროებმა პირობა დადეს, რომ ხელისუფლებას გადასცემენ არჩეულ პრეზიდენტს.
XS
SM
MD
LG