Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონია ატომური ენერგიის გარეშეა


ბოლო 40 წელიწადში პირველად იაპონია ატომური ენერგიის გარეშე დარჩა. პროფილაქტიკის მიზნით დაიწყო, ბოლო მოქმედი, ბირთვული ელექტროსადგურის, "ტომარინის" მესამე რეაქტორის გამორთვა. რეაქტორების გამორთვა ცხდება სამთავრობო პროგრამის თანახმად. ამ პროგრამის მიზანია დადგინეს, თუ რამდენად საიმედოა იაპონიაში მოქმედი ბირთვული ატომური სადგურები. პროგრამა მიიღეს მას მერე, რაც შარშან კატასტროფა მოხდა „ფუკუსიმის ატომურ სადგურზე“. დღეს ტოკიაში გაიმართა მრავალათასიანი დემონსტრაცია მოთხოვნით, უარი თქვას იაპონიამ ბირთვულ ენეგრეტიკაზე. გამორთულ ატომურ სადგურებს მხოლოდ მაშინ აამოქმედებენ თუ ამაზე ადგილობრივი მოსახლეობა განაცხადებს თანხმობას. არც ერთ შემთხვევაში ასეთი თანხმობა ჯერ არ გაცემულა. „ფუკუსიმის“ კატასტროფამდე იაპონიაში მოხმარებული ელეტროენერგიის მესამედს ატომური სადგურები იძლეოდნენ.
XS
SM
MD
LG