Accessibility links

logo-print

პრინცი ჰარი ჯარისკაცების დახმარებისათვის დააჯილდოვეს


საბრძოლო მოქმედებებში დაზარალებული სამხედრო მოსამსახურეებისათვის გაწეული ქველმოქმედებისათვის ბრიტანეთის პრინც ჰარის ვაშინგტონში ჰუმანიტარული ჯილდო გადაეცა. აღნიშნულ ჯილდოს ყოველწლიურად ანიჭებს პოლიტიკური ორგანიზაცია „ატლანტიკური საბჭო“ (Atlantic Council), რომელიც მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის იბრძვის. გასულ წელს პრიზი ვოკალურ ანსამბლ U2 Bono-ს გადაეცა. პრინცი ჰარი, დიდი ბრიტანეთის დედოფლის უმცროსი შვილიშვილი, ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალებში შვეულმფრენის მფრინავად მსახურობს. დაჯილდოების ცერემონიაზე პრინცმა ჰარიმ საბრძოლო მოქმედებების დროს დაზარალებულ სამხედრო მოსამსახურეებს უწოდა თავგანწირული ადამიანები, რომელთათვისაც პრინცის თქმით, ნამდვილი ბრძოლა მას შემდეგ იწყება, როდესაც ისინი თავს ანებებენ სამხედრო სამსახურს.
XS
SM
MD
LG