Accessibility links

რუსი კომუნისტები და „სპრავედლივაია როსია“ მედვედევის კანდიდატურას მხარს არ უჭერენ


რუსეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილმა დმიტრი მედვედევმა სახელმწიფო სათათბიროში კონსულტაციების გამართა რუსეთის კომუნისტური პარტიის ფრაქციასთან, რომლებმაც განაცხადეს, რომ ქვეყანაში გატარებული სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკისადმი უკმაყოფილების გამო, მედვედევის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ. მედვედევის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს პარტია „სპრავედლივაია როსიას“ ფრაქციაც, რომელსაც ყოფილი სპიკერი სერგეი მირონოვი უდგას სათავეში. კონსულტაციების შემდეგ დმიტრი მედვედევის კანდიდატურას მხარს დაუჭერენ მმართველი „ედინაია რასია“ და ვლადიმირ ჟირინოვსკის „ლიბერალ-დემოკრატები“. სხდომა სახელმწიფო სათათბიროში დღის მეორე ნახევარში იგეგმება.
XS
SM
MD
LG