Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოფი ანანი: სირიაში ძალადობას შეიძლება სამოქალაქო ომი მოჰყვეს


სირიის საკითხებში საერთაშორისო დესპანმა, კოფი ანამა, გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ მსოფლიოს ქვეყნები იზიარებენ ღრმა შეშფოთებას, რომ ძალადობა სირიაში შეიძლება გადაიზარდოს სამოქალაქო ომში. ანანმა, რომელიც გაეროს და არაბთა ლიგის წარგზავნილია სირიაში, გაიმეორა სამშაბათს, რომ სირიაში ამ თვის ბოლოსთვის 300 მეთვალყურე განთავსდება. ის მომავალ დღეებში აპირებს სირიაში ჩასვლას. სამშაბათს აშშ-ის ელჩმა გაეროში, სიუზენ რაისმა განაცხადა, რომ აშშ სურს გაზარდოს ზეწოლა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადზე, გადადგეს თანამდებობიდან.
XS
SM
MD
LG