Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთში ჟურნალისტების დაკავების გამო


ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთში ჟურნალისტების დაკავების, ისევე როგორც მედიასაშუალებების ვებსაიტებზე ბოლოდროინდელი კიბერ-შეტევების გამო. ცნობების თანახმად, პოლიციელებმა დააკავეს ათობით ჟურნალისტი, რომლებიც აშუქებდნენ მოსკოვში 6-9 მაისს გამართულ საპროტესტო აქციებს. გარდა ამისა, 6 მაისს დროებით გაითიშა გაზეთ „კომერსანტის“, ჟურნალ „ბოლშოი გოროდის“, რადიო „ეხო მოსკოვისა“ და რამდენიმე სხვა მედიასაშუალების ვებსაიტები, როცა ისინი უნდა გამოეყენებინათ საპროტესტო აქციების პირდაპირ ეთერში საჩვენებლად. ეუთოს წარმომადგენლის განცხადებით, ის, რაც რუსეთში ბოლო დღეებში მოხდა, გულდასმით უნდა იქნეს გამოძიებული და უნდა მიმართონ ზომებს ჟურნალისტთა უფლებების დამრღვევ პირთა წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG