Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდონეზიაში მიმდინარეობს თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზების გამოძიება


ინდონეზიაში რუსი გამომძიებლების ჯგუფი ჩავიდა. ისინი რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზების გამოძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. ოთხშაბათს თვითმფრინავი ჯაკარტასთან ახლოს მდებარე მთას შეეჯახა. თვითმფრინავში 50 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავის ნამსხვრევები ხუთშაბათს იპოვნეს. დღეს კატასტროფის ადგილზე 6 ვერტმფრენი გაგზავნეს, თუმცა, როგორც მაშველთა ჯგუფის წევრი, ინდონეზიელი ჯარისკაცი ამბობს, მიწაზე დაშვება ძლიერი ქარის გამო შეუძლებელი აღმოჩნდა. ინდონეზიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გუშინ ელაპარაკა რუსეთის პრეზიდენტს და შემთხვევის გარემოებების გამოძიებაში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
XS
SM
MD
LG