Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსლოში თამთა ლიპარტელიანის საქმე განიხილეს


11 მაისს, ოსლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე, ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე მოკლული თამთა ლიპარტელიანის საქმის განხილვა გაიმართა. პროცესს მისი მამა - ავთანდილ ლიპარტელიანი ესწრებოდა, რომელიც შვილის მკვლელისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვს. ანდერს ბრეივიკს, რომელმაც 2011 წლის 22 ივლისს, საზაფხულო ბანაკში, 77 ახალგაზრდა მოკლა, სასამართლო პროცესზე ფეხსაცმელი ესროლეს. ამ ფაქტს დარბაზში მსხდომთა ტაში მოჰყვა.
XS
SM
MD
LG