Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზიის ქვეყნები შეთანხმდნენ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების დაწყებაზე


ჩინეთი, იაპონია და სამხრეთი კორეა შეთანხმდნენ, რომ მალე დაიწყებენ მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე. ამის შესახებ გამოაცხადეს სამივე ქვეყნის ლიდერებმა, კვირას პეკინში გამართულ შეხვედრაზე. ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ვენ ძიაბაო გამოვიდა მოწოდებით, რომ სამმა ქვეყანამ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს, მსოფლიო ეკონომიკის ამჟამინდელ პრობლემებთან გასამკლავებლად. ვენ ძიაბაოს შეფასებით, საერთაშორისო საფინანსო კრიზისი ჯერ არ დასრულებულა და ნათელი არ არის, რა მოჰყვება ევროკავშირში ვალებით გამოწვეულ კრიზისს. ჩინეთზე, იაპონიასა და სამხრეთ კორეაზე მოდის მსოფლიო ეკონომიკის 20%-მდე და 2010 წლის ექპორტის 18,5%. მაგრამ სამ მეზობელს შორის ურთიერთობას აფერხებს პოლიტიკური უთანხმოება, სავაჭრო ბარიერები და განსხვავებული საინვესტიციო პოლიტიკა.
XS
SM
MD
LG