Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში ოპოზიციურმა პარტიებმა დემონსტრაცია მოაწყვეს


აზერბაიჯანის ოპოზიციურმა პარტიებმა დედაქალაქ ბაქოში გამართეს არასანქცირებული დემონსტრაცია, რომლის მონაწილეებმა მოითხოვეს დედაქალაქის ცენტრში შეკრების უფლება. გაერთიანება „საჯარო პალატის“ ათეულობით აქტივისტი მივიდა ძველი ქალაქის პარკში ორშაბათს და მოითხოვა ქალაქის მერის გადადგომა. პოლიციამ დემონსტრანტებს არ მისცა მერიისკენ მსვლელობის გამართვის უფლება, დაკავებულია არაერთი მონაწილე. ვითარებას მეთვალყურეობას უწევდა ეუთო. „საჯარო პალატა“ ადამიანის უფლებების დარღვევების მიმართ საპროტესტო გამოსვლებს გეგმავს ევროვიზიის სიმღერის კონკრურსის დღეებში, 22-დან 26 მაისამდე. ხელისუფლებამ ჯგუფს ნებართავა მისცა გამოსვლები მოაწყოს ბაქოს გარეუბნებში.
XS
SM
MD
LG