Accessibility links

logo-print

ევროკავშირმა გადაწყვიტა არ მოუწყოს ბოიკოტი ევროპის საფეხბურთო მატჩებს უკრაინაში


ორშაბათს ევროკაშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს ჯერჯერობით არ მიმართონ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის უკრაინაში გასამართი მატჩების ერთობლივ ბოიკოტს. თუმცა, ბრიუსელში შეკრებილმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოილაპარაკეს, რომ გადადებენ უკრაინასთან თანამშროლობის საბოლოო შეთანხმების ხელმოწერას ქვეყანაში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული საგანგაშო ვითარების გამო. ტიმოშენკო შარშან ოქტომბერში გაასამართლეს და შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს თანამდებობის ბოროტად გამოყენების გამო. დასავლეთი თვლის, რომ განაჩენი პოლიტიკურად შეიძლებოდა ყოფილიყო მოტივირებული
XS
SM
MD
LG