Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში გრძელდება საპროტესტო აქცია, აქტივისტების დაკავების მიუხედავად


მოსკოვის ცენტრში ათობით ოპოზიციონერი აგრძელებს საპროტესტო აქციას, პოლიციის მიერ წუხელ 20-მდე აქტივისტის დაკავების მიუხედავად. დაკავებულებს შორის არის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ილია იაშინი. აქციის მონაწილეები ოთხშაბათს კუდრინსკაიას მოედანზე დაბანაკდნენ მას შემდეგ, რაც ისინი პოლიციამ განდევნა მოსკოვის სხვა რაიონიდან. მიმდინარე მჯდომარე აქცია, აქტივისტების განმარტებით, მიეკუთვნება უვადო პროტესტს, რომელიც დაწყებულია მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა 6 მაისს, რუსეთის პრეზიდენტად ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციის წინა დღეს. წუხელ, აქციის 20-მდე მონაწილის დაკავების შემდეგ, კუდრინსაკიას მოედანზე მივიდა ოპოზიციის მხარდამჭერი ცნობილი ტელეჟურნალისტი, ქსენია სობჩაკიც: „ახლა, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, აქ ვიყოთ. მერე გაირკვევა... არ ვიცი, რა იგეგმება, ამჯერად შეასრულებენ თუ არა დაპირებას, რომ არ დაარბევენ აქ მყოფ ხალხს. ეს არ გარკვეულა“, - განაცხადა ქსენია სობჩაკმა მოსკოვში, სადაც გრძელდება ოპოზიციის აქცია.
XS
SM
MD
LG