Accessibility links

logo-print

როდაილენდელი კანონმდებლები გამოთქვამენ მოწოდებას მთიანი ყარაბაღის აღიარებისკენ


აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე როდ აილენდის შტატის კანონმდებლებმა მიიღეს რეზოლუცია, რომლითაც პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოუწოდებენ, აღიაროს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა. ხუთშაბათს, შტატის წარმომადგენელთა პალატაში მიღებული დოკუმენტი მხარს უჭერს (ციტატა) „მთიანი ყარაბაღის მცდელობას, შექმნას თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო.“ მთიანი ყარაბაღის წარმომადგენელმა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის საკითხებში რობერტ ავეტისიანმა კმაყოფილება გამოხატა რეზოლუციის მიღების გამო და იმედი გამოთქვა, რომ ეს დოკუმენტი სხვა შტატების კანონმდებლებსაც უბიძგებს, მიიღონ მსგავსი რეზოლუციები.
XS
SM
MD
LG