Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან კოლეგებს ასპირანტი ქვეყნებიდან


დღეს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში შეხვდებიან ბოსნიისა და ჰერცეგოვინის, საქართველოს, ჩერნოგორიისა და იუგოსლავიის ყოფილის რესპუბლიკის - მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ეს შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება. 20 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა არაწევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი: “მოუთმენლად ველი შეხვედრას ნატოს მეზობლებთან და პარტნიორებთან, რომლებიც ასეთ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნატოს ოპერაციებში როგორც ავღანეთში, ისე ლიბიაში. ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ნატო მართლაც არის გლობალური უსაფრთხოების პარტნიორების ცენტრი. დედამიწაზე მსგავსი სხვა არაფერი არსებობს”. თბილისის დროით 21:15-ზე ნატოს გენერალური მდივნის პრესკონფერენციაა დაგეგმილი. შემდეგ იქნებ შეხვედრა ნატოს პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა დონეზე, რასაც მოჰყვება ნატოს გენერალური მდივნის მორიგი პრესკონფერენცია.
XS
SM
MD
LG