Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინს ყოფილი მინისტრები კრემლში გადაჰყავს


რუსეთის პრეზიენტმა, ვლადიმირ პუტინმა, შვიდი ყოფილი მინისტრი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაიყვანა. ერთი დღით ადრე - ორშაბათს - პუტინმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა გამოაცხადა, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი და ახლა პრემიერ-მინისტრი, დმიტრი მედვედევი უხელმძღვანელებს. მედვედევმა, თავის მხრივ, ყოფილი ვიცე-პრემიერი და პუტინის ახლო მოკავშირე, იგორ სეჩინი სახელმწიფო ნავთობკომპანია როსნეფტის აღმასრულებელ დირექტორად დანიშნა. ახალი პრეზიდენტის მრჩევლებად დასახელებულებს შორის არიან ტრანსპორტის, ეკონომიკის, განათლების, ჯანდაცვის, კომუნიკაციების და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრები. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, რაშიდ ნურგალიევი, პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე იქნება. საბჭოს მდივანი კვლავ ნიკოლაი პატრუშევია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტს სერგეი ივანოვი ინარჩუნებს. ანალიტიკოსების აზრით, ვეტერანი პოლიტიკოსების კრემლში გადაყვანა სავარაუდოდ პუტინის ძალაუფლებას გააძლიერებს, პრეზიდენტის პოსტზე მესამე ვადით ყოფნის პერიოდში. პუტინის კვლავ გაპრეზიდენტებას მისი მმართველობის წინააღმდეგ უპრეცედენტო გამოსვლები მოჰყვა.
XS
SM
MD
LG