Accessibility links

logo-print

ივანიშვილი სააკაშვილს მოუწოდებს, არ მოაწეროს ხელი საკონსტიტუციო ცვლილებებს


კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ხელი არ მოაწეროს საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც, მისი თქმით, არის სახელმწიფოებრიობის „ფუნდამენტური პრინციპების საწინააღმდეგო ისეთი ქმედება, რომლის პრეცედენტიც მსოფლიოში არ მოიპოვება“. სააკაშვილისადმი გაგზავნილ ღია წერილში ივანიშვილი კრიტიკულად აფასებს პარლამენტის მიერ 22 მაისს მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებითაც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს ეძლევათ ქვეყნის პარლამენტში არჩევისა და უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობების დაკავების უფლება. ივანიშვილის თქმით, ის არ აპირებს პოლიტიკური უფლებები მოიპოვოს „კონსტიტუციის შეურაცხყოფისა და სახელმწიფოს ნგრევის ფასად“. „არ ვაპირებ ახირებაში გაგეჯიბროთ“, წერს „ქართული ოცნების“ ლიდერი, „და მზად ვარ, მოგცეთ დაშვებული შეცდომების გამოსწორების კიდევ ერთი საშუალება - ორმაგი მოქალაქეობის მისაღებად მოგმართოთ ისეთი განცხადებით, რომელზეც თქვენი პოლიტიკური გუნდის წევრები და საჯარო მოხელეები მიუთითებენ.“
XS
SM
MD
LG