Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში იმართება ირანის საკითხზე შეხვედრა


ერაყის დედაქალაქში ირანის საკითხზე შეხვედრა იმართება. ირანს წარმოადგენს ბირთვულ საკითხზე მთავარი მომლაპარაკებელი საიდ ჯალილი. მოლაპარაკებებში მონაწილეობენ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების - ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, რუსეთისა და აშშ-ის წარგზავნილები, ევროკავშირს წარმოადგენს გერმანია. ბოლო ასეთი შეხვედრა აპრილში სტამბოლში გაიმართა და ის უშედეგოდ დასრულდა. ბაღდადის შეკრებამდე ირანში შეხვედრები გამართა გაეროს ბირთვული უწყების ხელმძღვანელმა და განაცხადა, რომ ირანი პრინციპულად თანახმაა განახლდეს მისი ბირთვული პროექტების შესწავლა საერთაშორისო ექსპერტების მიერ. ჯერჯერობით შეთანხმება ხელმოწერილი არ არის. ისლამური რესპუბლიკა უარყოფს ბირთვული იარაღის შექმნის ამბიციების ქონას.
XS
SM
MD
LG