Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვან რუმპე: გვინდა, რომ საბერძნეთი ევროზონაში დარჩეს


ბრიუსელში დასრულდა ევროკავშირის სამიტის პირველი დღე. 27 ევროპული ქვეყნის ლიდერების შეხევდრა მიეძღვნა ევროზონის კრიზისის განხილვას. განხილვის საგანი იყო ის, თუ რამდენად ეფექტიანია მკაცრი ეკონომიის ზომები და ღირს თუ არა, რომ მეტი გაკეთდეს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისათვის. განსაკუთრებული ყურადღება საბერძნეთის საკითხს დაეთმო. ევროსაბჭოს თავმჯდომარემ ჰერმან ვან რუმპემ სხდომის ბოლოს განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებს სურთ, რომ საბერძნეთი ევროზონაში დარჩეს და, ამავე დროს, გააგრძელოს დაპირებული რეფორმები.
XS
SM
MD
LG