Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის საზღვაო ფლოტმა აშშ-ის გემი მეკობრეებისგან იხსნა


ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტის თანახმად, მან ომანის ყურეში აშშ-ის სატრანსპორტო ხომალდი იხსნა მეკობრეთა თავდასხმისგან. როგორც ოფიციალური სააგენტო ირნა იტყობინება, ირანის სამხედრო ხომალდმა დახმარების თხოვნის სიგნალი მიიღო „მერსკ ტექსასისგან“, რომელზეც თავდახმა განახორციელა მეკობრეთა ნავმა. ცნობით, ინციდენტის დროს, რომელიც 23 მაისს მოხდა, მეკობრეები გაიქნენ, როცა ირანის სამხედრო გემი დაინახეს. თუმცა, „ასოშეიტედ პრესი“ იუწყება, დანიის სატრანსპორტო კომპანია „მოლერ-მერსკიზე“ დაყრდნობით, რომ მეკობრეთა თავდასხმა სატრანსპორტო გემზე მის ბორტზე მყოფი შეიარაღებული მცველების მიერ იქნა თავიდან აცილებული. „მერსკ ტექსასმა“, ამ ცნობით, ცურვა გააგრძელა აშშ-სკენ, სადაც ის არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან მიემართებოდა.
XS
SM
MD
LG