Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა თორდია: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში სიახლე არაფერია


ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 24 მაისს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში სიახლეს ვერ ხედავს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ანგარიშში სიახლე არაფერია, ზოგიერთ საკითხზე დასკვნა უკვე არსებობს და არის ისეთი საკითხებიც, რომლებზეც მუშაობა უნდა გაგრძელდეს. ამასთან, თორდიამ აღნიშნა, რომ მოხსენება ძალიან მნიშვნელოვანია და მასზე რეაგირება უნდა იყოს. რაც შეეხება ოპოზიციის შევიწროების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის გამო სახელმწიფო დეპარტამენტის და საქართველოში აშშ-ის ელჩის ჯონ ბასის მიერ გამოთქმულ წუხილს, ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ ამ შეფასებას ვერ დაეთანხმება.
XS
SM
MD
LG