Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტე საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს ელის


ეგვიპტის მოქალაქეები ელიან გასული კვირის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ოფიციალურ შედეგებს. წინასწარი არაოფიციალური შედეგებით, „მუსლიმთა საძმოს“ კანდიდატი, მოჰამედ მორსი და დამხობილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის პერიოდში ბოლო პრემიერ-მინისტრი, აჰმედ შაფიყი იმარჯვებენ. ეს ორი კანდიდატი შეიძლება დაუპირისპირდეს ერთმანეთს მეორე ტურში, 16-17 ივნისს. მორსიმ და შაფიყიმ მესამე კანდიდატთან, მემარცხენე ალ-კარამაჰის პარტიის წარმომადგენელ ჰადმინ შაბანისთან ერთად უკვე შეიტანეს საჩივრები დარღვევების გამო. პირველ ოფიციალურ შედეგებს დღეს, ან ხვალ მოელიან.
XS
SM
MD
LG