Accessibility links

logo-print

დასავლეთის რამდენიმე ქვეყნიდან სირიელი დიპლომატები გააძევეს


სამშაბათს სირიელი დიპლომატები გააძევეს დასავლეთის რამდენიმე ქვეყნიდან, სირიაში სამოქალაქო პირების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. ამ, ერთმანეთში კოორდინირებულ ზომას მიმართეს საფრანგეთმა, ბრიტანეთმა, გერმანიამ, ესპანეთმა, იტალიამ და ავსტრალიამ. 25 მაისს სირიის სოფელ ჰულაში 108 ადამიანის დახოცვის შემდეგ მატულობს საერთაშორისო ზეწოლა დამასკზე, ძალადობისათვის ბოლოს მოღების მოთხოვნით. თვითმხილველები და ოპოზიციონერი მებრძოლები ჰულაში ძალადობაზე პასუხისმგებლობას აკისრებენ ასადის რეჟიმის ერთგულ შეიარაღებულ დაჯგუფებას, ხოლო დამასკი ოპოზიციონერ მებრძოლებს ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG