Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი რიგაში შეხვდა ლატვიის პრემიერ-მინისტრ ვალდის დომბროვსკისს


პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს რიგაში შეხვდა ლატვიის პრემიერ-მინისტრ ვალდის დომბროვსკისს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ”მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობისა და კონკრეტულ ეკონომიკურ და ბიზნესპროექტებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.” ადმინისტრაციის ცნობით, ვალდის დომბროვსკიმ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და ქვეყანას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში სრული თანადგომა აღუთქვა.
XS
SM
MD
LG