Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში დააპატიმრეს ოპოზიციური გაზეთის მფლობელი


ყირგიზეთის პროოპოზიციური გაზეთის, „Maidan.kz-ის“ მფლობელი დააპატიმრეს ბიშკეკში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა უთხრა რადიო თავისუფლების ყირგიზულ სამსახურს, რომ ნურგაზი ანარკუროვი დააპატიმრეს ოთხშაბათს, მის მიმართ ერთი მოქალაქის საჩივრის შედეგად. სამინისტრო დამატებით დეტალებს არ იუწყება. გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, გულზადა ტურდალიევამ დაადასტურა დაკავების ფაქტი და განაცხადა, რომ დაკავების დეტალები არ უცნობებიათ არც ანარკუროვის ნათესავებისთვის. მისივე თქმით, გაზეთში ბოლო ხანს გამოქვეყნდა კრიტიკული მასალები პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევსა და სხვა ოფიციალურ პირებზე. არ არის ჯერ გარკვეული, აქვთ თუ არ ამ სტატიებს კავშირი გაზეთის მძფლობელის დაკავებასთან.
XS
SM
MD
LG