Accessibility links

logo-print

ტიმოშენკოს კიდევ ოთხ ბრალდებას წაუყენებენ


უკრაინის გენერალური პროკურორის, ვიქტორ პშონკას განცხადებით, დაწყებულია გამოძიება იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ კიდევ ოთხ ბრალდებასთან დაკავშირებით. როგორც პშონკამ ერთ-ერთ ბრალდებასთან დაკავშირებით აღნიშნა კიევში დაფუძნებულ ჟურნალ „ფოკუსთან“ საუბარში, დადგენილია, რომ „ტიმოშენკოს მიერ კონტროლირებული საბანკო ანგარიშებიდან ორი მილიონი დოლარი გადაურიცხეს 1996 წელს პარლამენტარ ევგენი შჩერბანის მკვლელობის ორგანიზატორებს“. შჩერბანი და მისი მეუღლე 1996 წლის ნოემბერში მოკლეს დონეცკში, გამომძიებლების ვარაუდით, ენერგორესურსებზე კონტროლისათვის ბრძოლასთან დაკავშირებით. ტიმოშენკოს, რომელიც უკრაინის ყოფილი პერმიერ-მინისტრია, შარშან ოქტომბერში მიუსაჯეს შვიდი წლით პატიმრობა, პრემიერ-მინისტრობის დროს ძალაუფლების ბოროტად სარგებლობაში ბრალდებით. ის და მისი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ საქმე ეხება მისი მოწინააღმდეგეების პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.
XS
SM
MD
LG