Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლები ზეწოლას უჩივიან


გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამაშრომლები მათ მიმართ ზეწოლასა და დაშინებაზე საუბრობენ. ცენტრის ყოფილი თანამშრომლების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ განსაკუთრებული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი. განცხადების ავტორები ითხოვენ უფლებადამცველი ორგანიზაციების მხარდაჭერას. მიმინოშვილი 28 მაისს გაათავისუფლეს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან, რის შემდეგაც, მომდევნო დღეს, ამავე ცენტრის ათობით თანამშრომელმა განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად ტოვებს სამსახურს. 30 მაისს გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა ხატია დეკანოიძე, რომელიც მანამდე პოლიციის აკადემიის რექტორი იყო.
XS
SM
MD
LG