Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირია იქნება მთავარი საკითხი ევროკავშირი-რუსეთის სამიტზე


დღეს სანკტ-პეტერბურგში ევროკავშირი-რუსეთის სამიტი იმართება. წინასწარი ინფორმაციით, დღის წესრიგის მთავარი საკითხი სირიაა. ევროკავშირის ლიდერები შეეცდებიან ზეწოლა მოახდინონ რუსეთის პრეზიდენტზე, რომ მან უფრო ძლიერი პოზიცია დაიკაოს დამასკის მიმართ. ევროკავშირის წევრებს სურთ, რომ რუსეთმა ზეგავლენა მოახდინოს თავის მოკავშირე სირიის მთავრობაზე იმისათვის, რომ მან საერთაშორისო წარგზავნილ კოფი ანანის სამშვიდობო გეგმა შეასრულოს. 3 ივნისს პუტინმა ევროკავშირის ლიდერებს სადილი გაუმართა. რუსეთისა და ევროკავშირის ლიდერები სირიის გარდა იმსჯელებენ ირანის ბირთვულ პროგრამაზე. რუსეთი შეეცდება დააჩქაროს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხის განხილვის პროცესი.
XS
SM
MD
LG