Accessibility links

logo-print

ჰილარი კლინტონი დღეს საქართველოს ეწვევა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დღეს საქართველოს ეწვევა. წინასწარი ინფორმაციით, ჰილარი კლინტონის თვითმფრინავი 20 საათისთვის დაეშვება ბათუმის აეროპორტში. 5 ივნისს სახელმწიფო მდივანი გახსნის აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში არსებული კომისიის პლენარულ სხდომას და შეხვდება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, სხვა ოფიციალურ პირებს და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ჰილარი კლინტონის ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე, 4 ივნისს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ბათუმში შეხვდნენ სახელმწიფო მდივნის მოადგილე ერიკ რუბინი და ელჩი მაიკლ კოზაკი, რომლებიც 5 ივნისს დანიშნული კომისიის სხდომაზე დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები იქნებიან.
XS
SM
MD
LG