Accessibility links

logo-print

სირიამ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს ქვეყანაში შესვლის უფლება მისცა


სირიის მთავრობამ ნება დართო გაეროს ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, ასევე არასამთარობო ორგანიზაციებს, სულ 17 ერთეულს, შევიდნენ ამ ქვეყანაში. მანამდე დამასკმა სირიამ „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა 17 უცხოელი დიპლომატი, მათ შორის შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები. სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ გააძევა სირიელი დიპლომატები სირიის სოფელ ჰულაში 108 ადამიანის დახოცვის გასაპროტესტებლად. სირიიდან დღეს გავრცელებული ინფორმაციით, "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადებულ პირებს შორის არიან შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და თურქეთის ელჩები. ამასთან, სირიის საგარეო უწყება აცხადებს, რომ მთავრობა კვლავინდებურად აცნობიერებს დიალოგის მნიშვნელობას და მზად არის დასავლეთთან ურთიერთობის აღდგენაზე სამუშაოდ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ჩინეთის ლიდერმა, ჰუ ძინტაომ ერთობლივად მოუწოდეს საერთაშორისო თანამეგობრობას, მხარი დაუჭირონ გაეროს და არაბთა ლიგის წარგზავნილის კოფი ანანის გეგმას, სირიის კონფლიქტის მოსაგვარებლად. მოსკოვი და ჩინეთი არ ეთანხმებიან დასავლეთის სურვილს მკაცრი სანქციები დაუწესონ სირიას. სამშაბათს სირიის სამთავრობო არმიის 15 ჯარისკაცი დახოცეს მეამბოხეებმა.
XS
SM
MD
LG