Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში მორიგი ხოცვა-ჟლეტა მოხდა


სირიის ქალაქ ჰამასთან სამთავრობო ჯარებმა სულ ცოტა 86 ადამიანი მოკლეს. მოკლულთა შორის 20 ქალი და 20 ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას ოპოზიციის წყაროები ავრცელებენ. მათი თქმით, წუხელ დასახლებები ალ-კუბეირი და მაარზაფი, რომლებიც ჰამადან 30 კილომეტრში მდებარეობს ტანკებიდან დაცხრილეს. ოპოზიციონერების თქმით, მკვლელობების დიდი ნაწილი პროსამთავრობო დაჯგუფება ”შაბიხას” წევრებმა ჩაიდინეს, რომლებიც ადამიანებს ახლო მანძილიდან ესროდნენ და დანებით ჭრიდნენ. რამდენიმე გვამი მათ დაწვეს კიდევაც - უთხრეს აქტიისტებმა ”ბიბისის”. სირიის ხელისუფლება მკვლელობებთან კავშირს უარყოფს. მათი განცახდებით მოკლულია სულ 9 ადამიანი და ისინი ”ტერორისტებმა” დახოცეს.
XS
SM
MD
LG