Accessibility links

"ქართული ოცნება" ხელისუფლებას ახალ პროვოკაციაში ადანაშაულებს


პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" ხელისუფლებას ახალ პროვოკაციაში ადანაშაულებს. კოალიციის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, "ქართულ ოცნებას" უკავშირდებიან მოქალაქეები და ატყობინებენ ანონიმური სატელეფონო ზარების შესახებ, რომლითაც კოალიციის ოფისში თითქოსდა, საჩუქრების მისაღებად ეპატიჟებიან. "ეს არის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი მორიგი ბინძური პროვოკაცია და ნაწილი ერთი დიდი გეგმისა, რომელიც მან ქუთაისში წამოიწყო და რომლის მიზანიც "ქართული ოცნების" დისკრედიტაციაა”, - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში. ”ქართული ოცნება” მოუწოდებს მოსახლეობას, არ აჰყვეს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ პროვოკაციას და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, უწყებათაშორის კომისიას და საქართველოს პროკურატურას ფაქტებით დაინტერესებასა და სათანადო რეაგირებას სთხოვს.
XS
SM
MD
LG