Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში მოკლეს ოთხი პოლიციელი


პაკისტანის პოლიციის ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ოთხი პოლიციელი, რომლებიც იცავდნენ რკინიგზის მონაკვეთს ბელუჯისტანის პროვინციის დედაქალაქ ქუეტაში. პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, თავდასხმა მოეწყო მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა მატარებლების წინააღმდეგ მიმართული აფეთქებების მოწყობა. ნავთობისა და გაზის რესურსებით მდიდარ ბელუჯისტანში, რომელიც ირანსა და ავღანეთს ესაზღვრება, ხშირია ძალადობა ისლამისტი ესქტრემისტებისა და სეპარატისტი მეამბოხეების მხრიდან.
XS
SM
MD
LG