Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეიბორისტული პარტია წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს


საქართველოს ლეიბორისტული პარტია წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს. ეს გადაწყვეტილენა პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს გამოაცხადა თბილისში, მეტეხის ეკლესიის ეზოში და რეგიონული საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელები დაასახელა. როგორც ნათელაშვილმა აღნიშნა, ასარჩევი ბევრი არაფერია და ხალხმა მხარი უნდა დაუჭიროს ან ლეიბორისტულ პარტიას, ან მეორე პოლიტიკურ მხარეს, სადაც ხელისუფლებასაც და ოპოზიციურ ძალებსაც ერთნაირი პოზიცია აქვთ. შალვა ნათელაშვილმა ლეიბორისტების მთავარ მოწინააღმდეგედ გამოაცხადა უკანონოდ გამდიდრებული ფენა და დასძინა, რომ მასთან ბრძოლას მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის სასახლეების დანგრევით დაასრულებს. ლეიბორისტების ლიდერმა უარყო გავრცელებული ვერსია პარტიის შესაძლო დაშლის შეასახებ და აღნიშნა, რომ ბოლოდროინდელი პასიურობა მხოლოდ წინასაარჩევნო გეგმების დამუშავებას უკავშირდებოდა.
XS
SM
MD
LG